ალბათ არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ მარკეტინგი ჩვენი ყოველდღიურობაა. ყოველ დღე ათასობით ვიზუალი გვხვდება ქუჩაში, თუმცა მხოლოდ რამდენიმე გვამახსოვრდება და იცით რატომ? იმიტომ რომ ვიზუალური რეკლამა მნიშვნელოვანია სწორად იყოს შესრულებული.
და დღეს უკვე სარეკლამო სააგენტოები აღარ მუშაობენ მხოლოდ ლოგოს შექმნასა და ფერების არჩევაზე, ისინი ქმნიან გამოცდილებას და ხდებიან შენი ბრენდის გულმხურვალე მხარდამჭერები.
როგორ იყენებენ ბრენდები ვიზუალურ მარკეტინგს, როგორ მუშაობს ერთი ჩვეულებრივი აბრა გაყიდვებზე და რატომ არის ფიზიკური სივრცე ასეთი მნიშვნელოვანი – ყველაფერს ამ სტატიაში რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით განვიხილავთ.
რა არის ვიზუალური მარკეტინგი და როგორ მუშაობს სარეკლამო სააგენტო
თანამედროვე სამყაროში, სადაც თითქმის ყველა სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა რთულია, რადგან მხოლოდ რამდენიმე წამი გაქვს ამისთვის, სწორედ ამიტომ ვიზუალური მარკეტინგი იქცა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ კომუნიკაციის ინსტრუმენტად. თუმცა, სწორი ემოციური კავშირის დამყარება შემთხვევით არ ხდება, აქ უდიდეს როლს ასრულებენ სარეკლამო სააგენტოები, რომლებიც არა მხოლოდ იდეებს ქმნიან, არამედ ამ იდეებს ფიზიკურ სივრცეში აცოცხლებენ.
გარე რეკლამა – ყურადღების ცენტრში მოქცევის იარაღი სარეკლამო სააგენტოს დახმარებით
გარე რეკლამა, იქნება ეს სარეკლამო ბანერები, ლაითბოქსები, მოცულობითი ასოები თუ მანქანის ბრენდირება, გამოირჩევა იმით, რომ ის რეალურ სივრცეში მკვეთრად ხვდება თვალში, მარტივად აღიქმება და ამახსოვრდებათ. მაგალითად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საყვავილე მაღაზიაში, მომხმარებლების ზრდა განაპირობა ფერადი, გამორჩეული ვიზუალით გაფორმებულმა ვიტრაჟის სტიკერმა, რომელსაც განსხვავებულად შესრულებული ბოტანიკური ვიზუალი ჰქონდა და აღიქმებოდა როგორც რეალური. სწორედ ამ ვიზუალური მიზიდულობის გამო პატარა მაღაზიას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გაუჩნდა მცირე დროში.
სტიკერები, ბანერები, მოცულობითი ასოები – რეალური გავლენა მომხმარებლის ქცევაზე
გარდა ყურადღების მიქცევისა, ვიზუალური მარკეტინგი იწვევს ქმედებას და მას რეალური, ძლიერი გავლენა აქვს მომხმარებლის ქცევაზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია კაფე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ჯერ კიდევ გახსნამდე დაიბრენდა მოცულობითი ასოებითა და გამორჩეული, ნათელი ფერის ვიზუალით. ასევე გახსნამდე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა კაფის ფოტოები, ხოლო გახსნის დღიდან ინფლუენსერების ჩართულობით, Instagram-ისთვის იდეალურ ადგილად იქცა. ამ შემთხვევაში ბრენდირება უკვე ემოციური დონეზე მუშაობდა და შედეგიც საკმაოდ კარგი ჰქონდა.
როგორ ვქმნით ბრენდების ვიზუალურ იდენტობას სარეკლამო სააგენტო PatioArt-ში
სარეკლამო სააგენტო PatioArt უკვე წლებია ქმნის ისეთ ვიზუალურ სივრცეებს, რომლებიც ბრენდის ემოციას ხელშესახებს ხდის და ფიზიკურ სივრცეში გადმოაქვს.
მას არაერთი წარმატებული და დასამახსოვრებელი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც, დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გინახავს.
PatioArt-ის მიდგომა მარტივია, ისინი უსმენენ ბრენდს, მის მიზნებს, სურვილებს და ვიზუალური ნაწილი ემოციური ეფექტისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზზე დაყრდნობით იქმნება.
რას ეძებს მომხმარებელი დღეს ვიზუალურ მარკეტინგში?
მომხმარებელბისთვის მნიშვნელოვანია სიმარტივე, სისუფთავე და მინიმალიზმი, რომელიც თანხვედრაშია ბრენდის ღირებულებებთან. მაგალითად, თუ ეს არის ეკო-მაღაზია – მომხმარებელი ელოდება ბუნებრივ ფერებს, თუ ეს არის ღამის კლუბი – ელოდება განათების ეფექტებს…
ვიზუალური მარკეტინგი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ლამაზი დიზაინი. ის არის თვალით აღქმადი სტრატეგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ მოძრაობაში ჩნდება და გადაწყვეტილებებზე მოქმედებს. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სარეკლამო კომპანიას, რომელიც სრულიად პასუხისმგებელია ვიზუალიზაციის შექმნაში.
ტექსტი თუ ვიზუალი?
ადამიანის ტვინი ვიზუალურ ინფორმაციას 60,000-ჯერ უფრო სწრაფად ამუშავებს, ვიდრე ტექსტს და უკვე ნათელია, თუ რატომ მუშაობს კარგად ვიზუალური მარკეტინგი.
ის პირდაპირ ემოციაზე მუშაობს: ფერი, სიმეტრია, განათება – ეს ყველაფერი ტვინის სწრაფ რეაქციებს ასტიმულირებს. სწორედ ამიტომ ეფექტური რეკლამა საკმაოდ ბევრ ადამიანს ამახსოვრდება და მით უფრო, თუ ეს რეგულარულად ხდება.
მოკლედ რომ შევაჯამოთ იმედია ვთანხმდებით იმაზე, რომ ეფექტური რეკლამა ბიზნესისთვის საკმაოდ მომგებიანი პროცესია, თუმცა ამ ყველაფერში აუცილებლად სანდო პარტნიორია საჭირო.
დაიმახსოვრეთ, ვიზუალურად სწორად დაგეგმილ გარე რეკლამა მხოლოდ ესთეტიკა არ არის, ეს პირდაპირი გზაა გაყიდვების ზრდისკენ.
PatioArt-ს არაერთი დასამახსოვრებელი და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული პროექტი აქვს გაკეთებული, მის მიერ დაგროვებული გამოცდილება კი ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საწინდარია.