სტენდები
სპეციალურად შექმნილი კონსტრუქცია ან ვიზუალური ელემენტი, რომელიც გამოიყენება პროდუქტის, სერვისის ან ბრენდის წარმოსაჩენად გამოფენებზე, სავაჭრო წერტილებში, ფესტივალებზე, ოფისებში ან ღონისძიებებზე.
რა მიზნით გამოიყენება სტენდი?
- ბრენდის იდენტიფიცირებისთვის
- პროდუქტის ან სერვისის რეკლამირებისთვის
- ინფორმაციის გასავრცელებლად
- მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის
- კონკურენტულ სივრცეში თვალშისაცემობისთვის
სად იყენებენ სტენდებს?
- სავაჭრო ობიექტებში (Carrefour, PSP)
- გამოფენებსა და კონფერენციებზე (Expo Georgia)
- ღონისძიებებზე და ფესტივალებზე
- ბანკებსა და სერვის ცენტრებში
- კინოთეატრებში (ფილმის პოსტერის სახით)
სართულის სტენდი (Floor stand) – დამოუკიდებლად მდგომი კონსტრუქცია, რომელიც დგება იატაკზე (მაგ. სუპერმარკეტში პროდუქტის გვერდით)
ბანერ-სტენდი (Roll-up ან X-banner) – მარტივად გადახსნადი და გადასატანი სტენდი, რომელიც შეიცავს ბრენდირებულ ბანერს
გამოფენის სტენდი – დიდი, კომპლექსური სტენდი, რომელიც გამოიყენება Expo-ზე ან სავაჭრო შოუებზე
სარეკლამო თაროები – სტენდი, რომელიც შეიცავს პროდუქციის დასალაგებელ თაროებს (მაგ. კოსმეტიკა, სასმელი)
კედლის სტენდი – კედელზე მიმაგრებული ან მის პარალელურად განთავსებული სტენდი
ინტერაქტიული სტენდი – შიგნით დამონტაჟებულია სენსორული ეკრანი ან ტექნოლოგიური ელემენტები
ჩვენი სერვის მოიცავს აზომვით სამუშაოებს, დიზაინის შექმნას, ყველა საჭირო მასალით უზრუნველყოფას და საბოლოოდ ადგილზე მონტაჟს, შემდგომა დემონტაჟს.