თანამედროვე მარკეტინგში არსებობს ერთი ოქროს წესი: „თუ თქვენი ბიზნესი არ არის ინსტაგრამზე, ის არ არსებობს“. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეორე წესი: საუკეთესო რეკლამა არის ის, რომელსაც თქვენი კლიენტები თავად აკეთებენ.
თუ გექნებათ ისეთი სიტუაცია, რომ გახსნათ პატარა კაფე ან მიკრობიზნესი და გქონდეთ შეზღუდული ბიუჯეტი, საუკეთესო გამოსავალი იქნება ისეთი გარემოს შექმნა, რომლის გაზიარებაც ყველა კლიენტსა და მომხმარებელს მოუნდება.
სწორედ აქ ჩნდება LED ნეონის წარწერები. ეს არ არის უბრალოდ სანათი ან ლამაზი დეკორაცია. ეს არის მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც უბრალო კედელს აქცევს „სელფის ზონად“ (Selfie Spot).
ამ სტატიაში Patio Art აგიხსნით, რატომ არის თანამედროვე ნეონი მცირე ბიზნესის საუკეთესო მეგობარი და როგორ გარდაქმნათ ერთი მანათობელი ფრაზა ათასობით უფასო ნახვად სოციალურ ქსელში.
რა არის „ინსტაგრამული“ გარემო და რატომ მუშაობს ნეონი?
ტერმინი „Instagrammable“ (ინსტაგრამული) ნიშნავს სივრცეს, რომელიც იმდენად ვიზუალური და ესთეტიკურია, რომ ადამიანი ინსტიქტურად იღებს ტელეფონს ფოტოს გადასაღებად.
როდესაც მომხმარებელი თქვენს კაფეში ან სალონში იღებს ფოტოს ლამაზი ნეონის ფონზე და ტვირთავს მას სთორიში (Story), ის ავტომატურად გიწევთ რეკლამას თავის მეგობრებთან. ამას მარკეტინგში UGC (User Generated Content) ეწოდება. ეს არის რეკლამა, რომელშიც თქვენ ფულს არ იხდით, მაგრამ მას უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე ნებისმიერ ბანერს.
LED ნეონის წარწერები ამ ეფექტს ყველაზე მარტივად აღწევს, რადგან:
- იპყრობს ყურადღებას: ადამიანის თვალი რეაგირებს კონტრასტულ სინათლეზე.
- ქმნის ემოციას: ნეონის თბილი ნათება სივრცეს მყუდროს, თანამედროვეს და ოდნავ იდუმალს ხდის.
- გადმოსცემს სათქმელს: ეს შეიძლება იყოს მოტივაციური ფრაზა, იუმორისტული ციტატა ან უბრალოდ „Good Vibes Only“.
ძველი vs ახალი: რატომ ვირჩევთ LED ნეონს?
ბევრ ჩვენგანს ნეონის ხსენებაზე ახსენდება ძველი, მყიფე მინის მილები, რომლებიც ზუზუნებდა და საშინლად ცხელდებოდა. ტექნოლოგია შეიცვალა. დღეს Patio Art გთავაზობთ თანამედროვე LED ნეონს, რომელსაც უამრავი უპირატესობა აქვს მცირე ბიზნესისთვის:
- უსაფრთხოება:ის არ ცხელდება. კლიენტს შეუძლია ხელით შეეხოს ფოტოს გადაღებისას, რაც სრულიად უსაფრთხოა. არ შეიცავს მინას და ვერცხლისწყალს.
- გამძლეობა:დამზადებულია დრეკადი სილიკონისგან. მისი გატეხვა ძალიან რთულია, რაც იდეალურია ხალხმრავალი ადგილებისთვის.
- ენერგოეფექტურობა:მოიხმარს 5-10-ჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას, ვიდრე ძველი მინის ნეონი.
- დიზაინის თავისუფლება: LED ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს გამოვიყვანოთ ნებისმიერი ფონტი, ლოგო ან რთული ფორმა, რაც მინის მილებით შეუძლებელი იყო.
სად განვათავსოთ LED ნეონის წარწერები მაქსიმალური ეფექტისთვის?
იმისათვის, რომ ნეონმა იმუშაოს, როგორც სარეკლამო მაგნიტმა, მხოლოდ მისი ყიდვა საკმარისი არ არის. საჭიროა სტრატეგიული განთავსება.
- “მწვანე კედელი” + ნეონი
ხელოვნური ან ბუნებრივი მცენარეებით დაფარული კედელი (Green Wall) და მასზე განთავსებული კაშკაშა, მაგალითად, ვარდისფერი ან ყვითელი წარწერა. მწვანე ფონზე ნეონი იდეალურად იკითხება და ფოტოებში ფანტასტიკურად გამოდის.
- სარკეები(სილამაზის სალონებისთვის)
სალონებში კლიენტები მუდმივად იხედებიან სარკეში ახალი ვარცხნილობის ან მაკიაჟის სანახავად. თუ სარკესთან განათავსებთ პატარა, კომპაქტურ ნეონის ლოგოს ან ფრაზას (მაგ: “Hello Beautiful”), ის აუცილებლად მოხვდება სარკის სელფში.
- ვიტრინა
ვიტრინა მძლავრი იარაღია. შიგნიდან, ვიტრინასთან ახლოს დაკიდებული ნეონი ღამით ქუჩას ანათებს და გამვლელებს შიგნით იპატიჟებს.
რა დავაწეროთ? – კრეატივი გადამწყვეტია
ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ თქვენი ლოგოთი. ხალხს უყვარს ემოციების გაზიარება. აი, რამდენიმე იდეა სხვადასხვა ბიზნესისთვის:
- კაფე/ბარი:“But First, Coffee”, “It was all a dream”, “Wine not?”.
- სალონი:“Love is in the Hair”, “You look Good”, “Glow Up”.
- ტანსაცმლის მაღაზია: “Dress like you’re already famous”.
Patio Art-ში ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი თქვენი იდეა რეალობად ვაქციოთ. ჩვენი დიზაინერები დაგეხმარებიან ფონტის, ფერისა და ზომის შერჩევაში, რათა თქვენი LED ნეონის წარწერა ზუსტად ერგებოდეს ინტერიერს და ბრენდის ხასიათს.
