სარეკლამო კომპანია Patio Art – გამოცდილება, ნდობა და კრეატივი ერთ სივრცეში

სარეკლამო კომპანია

 

როცა საქმე ეხება ბიზნეს და მის იმიჯს, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია აუდიტორიის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მით უფრო, თუ საქმე რეკლამას ეხება. ამ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება მხოლოდ ფასზე ან დიზაინზე დაყრდნობით არ შეიძლება. ვინაიდან ვსაუბრობთ ბიზნესის იმიჯზე, პარტნიორის არჩევა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს.

როგორ ავარჩიოთ სწორი პარტნიორი მით უფრო, რომ სარეკლამო კომპანიები საქართველოში ცოტა ნამდვილად არ არის? – შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობა, კრეატიული ხედვა და სანდოობა – ეს ის ღირებულებებია, რაც წარმატებული სარეკლამო კომპანიის საფუძველს ქმნის და  სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით მუშაობს PatioArt, რომელიც არა მხოლოდ სერვისების მიმწოდებელია, ან უბრალოდ შემსრულებელი,  არამედ შენი ბიზნესის მიზნების გულწრფელი პარტნიორი და ერთგული მხარდამჭერი.

 

რა არის PatioArt? – სარეკლამო კომპანიის ისტორია და ხედვა

PatioArt-ს ფესვები მრავალწლიან გამოცდილებას ეყრდნობა რომელიც განსაკუთრებულ ისტორიას ქმნის. ეს არის ამბავი გამოწვევებზე, შეცდომებზე, სწავლაზე, კრეატიულობაზე, დაუღალავ შრომაზე და გუნდურობაზე.

კომპანიის დაარსებიდან დღემდე გუნდის წევრებს მარტივი გზა არ გაუვლიათ, რადგან გზად ბევრი გამოწვევის გადალახვა გახდა საჭირო. და ზუსტად იმიტომ, რომ დრო, მონდომება, ენერგია და სიყვარული არ მოუკლიათ საქმისადმი, დღეს PatioArt ბაზარზე ერთერთი ყველაზე წარმატებული, კრეატიული და სანდო სარეკლამო კომპანიაა.

PatioArt-ი ბრენდის ღირებულებას ვიზუალური სილამაზისა და სტრატეგიული აზროვნების მეშვეობით გადმოსცემს. გუნდი კი თითოეულ პროექტს განსაკუთრებულად უდგება და შედეგშიც იგრძნობა მათი დამოკიდებულება.

 

პროფესიონალიზმი და ინოვაცია – როგორ მუშაობს სარეკლამო კომპანია

PatioArt-ის გუნდი მრავალფეროვნების მიუხედავათ, მათ ერთი ძირითადი ღირებულება აერთიანებთ – ეს არის პროფესიონალიზმი.

გუნდი მოიცავს გრაფიკულ დიზაინერებს, ტექნიკურ სპეციალისტებს, კლიენტ მენეჯერებს და კიდევ ბევრ კადრს კრეატიული და ტექნიკური მიმართულებებით. თითოეული მათგანი უბრალოდ სამუშაოს არ ასრულებენ, ისინი იკვლევენ, ეძებენ, მსჯელობენ და მხოლოდ ლამაზი ვიზუალის მიღმა არ ჩერდებიან, არამედ ეძებენ გზებს, თუ როგორ გახდეს თქვენი ბრენდი დასამახსოვრებელი.

გუნდისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორის ხედვის გათვალისწინებაც, რა სურთ მათ, როგორ წარმოუდგენიათ პროცესი ან როგორი შედეგის მიღების მოლოდინი აქვთ. ამას ადასტურებს PatioArt-ის პროექტების ხელმძღვანელის უცვლელი პოზიციაც:

„ჩვენთვის მთავარია, რომ კლიენტმა იგრძნოს მისი იდეები ნამდვილად გვაინტერესებს და ვუფრთხილდებით“.

 

სერვისების სრული ციკლი ერთ სივრცეში – PatioArt

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ PatioArt-ი გვთავაზობს სერვისების სრულ ციკლს:

ინტერიერის დიზაინი, დაგეგმარება, საოფისე ავეჯის დამზადება, აბრები, მოცულობითი და ბრტყელი ასოები, შენობების ფასადების გაფორმება / შეფუთვა, სავაჭრო ჯიხურების დიზაინის შექმნა და მონტაჟი, სტელები, რკინის კონსტრუქციები, ავტო ბრენდინგი, სატელევიზიო სტუდიების მოწყობა, ლოტოტრონები, გარე რეკლამა ( მნათი ყუთები და მოცულობითი ასოები ).

ზუსტად მომსახურების ასეთი მრავალფეროვნება ხდის PatioArt-ს გამორჩეულად და განსაკუთრებულ კომფორტულ კომპანიად, რადგან კლიენტს არ უწევს სხვადასხვა კომპანიასთან კოორდინირება – აქ ყველაფერი ერთ სივრცეში ხორციელდება, რაც დამეთანხმებით ამარტივებს პროცესს და ამაღლებს ხარისხს.

 

ნდობა, რომელსაც სარეკლამო კომპანია PatioArt გთავაზობთ

ალბათ დამეთანხმებით, რომ დღევანდელ სამყაროში ნდობის მოპოვება მარტივი პროცესი არ არის და ეს საკმაოდ ხანგრძლივი გზაა, რომელიც გაჯერებულია შედეგებით.

ადამიანები ენდობიან მათ, ვის განვლილ გზასაც ხედავენ, ვინც გამჭირვალე და ღიაა.

PatioArt-ს 14 წლიანი გამოცდილება, 500-ზე მეტი მომხმარებელი, 150-ზე მეტი პარტნიორი და 6500-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს და ეს შემთხვევითი არ არის, ეს დაუზოგავი შრომის შედეგია.

კომპანია ხშირად თანამშრომლობს მცირე და საშუალო ბიზნესებთან და არამარტო კონკრეტულ მომსახურებას უწევენ მათ, არამედ ცდილობენ ბიზნეს ზრდაში, განვითარებაში დაეხმარონ.

PatioArt-ი გამოირჩევა იმითაც, რომ მისი მიდგომა თითოეული კლიენტისა თუ ბიზნესის მიმართ ინდივიდუალურია: „თითოეულ პროექტს მართავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროექტ მენეჯერი, ამიტომ ჩვენი მიდგომა ინდივიდუალური და ლოიალურია ყველა კლიენტის მიმართ“.

და სწორედ ეს მიზეზები აქცევს მას სანდო სარეკლამო კომპანიად.

 

წარმატებული სარეკლამო კამპანიების მაგალითები

PatioArt-ს არაერთი წარმატებული პროექტი აქვს რაც ადასტურებს იმას, რომ კომპანია მხოლოდ შესრულებაზე არ ჩერდება, ის პასუხისმგებლობას შედეგებზეც იღებს.

შერატონის, გაუს, ზუმერის, არქის მოცულობითი ასოები,  Tbilisi Gardens-ის ინტერიერის გაფორმება, სილქნეტის, მაგთის PSP-ს პრომო კუნძულები, სინევოს, ირაოს, სასწრაფოს მანქანების ბრენდირება, ლიდერ ბეთის, კრისტალის გათამაშების დოლურები – ეს და სხვა პროექტი სწორედ PatioArt-ის შესრულებულია.

ამ პროექტების უკან კი დგას გუნდური მუშაობა, ინდივიდუალური მიდგომა და პატივისცემა კლიენტის დროისა და მიზნისადმი.

 

იდეიდან შესრულებამდე – ეს PatioArt-ის სლოგანია, რომელსაც არასდროს არ ღალატობენ. მათთვის ყველა პროექტი უნიკალური და განსხვავებულია.

და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ PatioArt უბრალოდ რიგითი სარეკლამო კომპანია არ არის, ეს არის ადგილი, სადაც იდეები რეალობად იქცევა, თან საუკეთესო შედეგით, უმოკლეს დროში და აქ არის გუნდი, რომელიც უბრალოდ არ გისმენს, არამედ შენს მიზნებს, შეხედულებებსა და სურვილებს იზიარებს. და თუ თანამშრომლობისთვის მათ აირჩევთ, თქვენ მიიღებთ კომფორტულ მომსახურებას საუკეთესო შედეგით.

თუ გჭირდება სარეკლამო კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ნდობასა და ხარისხზე – დაგვიკავშირდი!