მოცულობითი ასოები – როგორ შევქმნათ ეფექტური გარე რეკლამა

მოცულობითი ასოები

საუკუნეების განმავლობაში მაღაზიები, სასტუმროები თუ სახელოსნოები მომხმარებლებს ხელით მოხატული ნიშნებით ან უბრალო აბრებით იზიდავდნენ, დღეს ტექნოლოგიამ რეკლამა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. მოცულობითი ასოები მასობრივად გავრცელდა XX საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც პლასტმასისა და ალუმინის დამუშავებამ შესაძლებელი გახადა მსუბუქი, გამძლე და ეფექტური ფორმების შექმნა. 1950-60-იან წლებში ამერიკასა და ევროპაში, ბრენდები ცდილობდნენ, თავიანთი სახელი ქუჩაში ყველაზე თვალსაჩინოდ და დასამახსოვრებლად წარმოეჩინათ. მას შემდეგ, მოცულობითი ასოები თანამედროვე ქალაქების იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

დღეს, ციფრული მარკეტინგი (Google Ads, Meta Ads, TikTok) თავისი მოქნილობითა და სიზუსტით ლიდერობს. რეკლამა პირდაპირ აღწევს კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიამდე. თუმცა, გარე რეკლამას (ბილბორდები, მოცულობითი ასოები) კვლავ აქვს განსაკუთრებული ძალა, რადგან ფიზიკურ და ემოციურ კავშირს ქმნის სივრცესთან. როდესაც გარე და ციფრული რეკლამა ერთად მუშაობს, იქმნება წრიული ეფექტი: ადამიანი ქუჩაში ხედავს ბრენდს, შემდეგ კი ონლაინ სივრცეში კვლავ ხვდება მას, რაც ზრდის ნდობას და ამყარებს ცნობადობას.

თბილისშიც ეს ტენდენცია აშკარად იგრძნობა. ქალაქის ქუჩები, სავაჭრო ცენტრები და უბნები სავსეა სხვადასხვა სტილის 3D ასოებით, რომლებიც ბიზნესებს მუდმივად ხილვადს ხდის.

 

რატომ არის მოცულობითი ასოები საუკეთესო გარე რეკლამა?

მოცულობითი, ანუ 3D ასოები, ბრენდს სძენს დინამიკურობას, გამორჩეულ იდენტობას და ქმნის ვიზუალურად ძლიერ შთაბეჭდილებას. განსაკუთრებით, მანათობელი მოცულობითი ასოები, რომლებიც ბრენდის მესიჯს აცოცხლებს დღისითაც და ღამითაც.

მოცულობით ასოები პოპულარულია პრაქტიკული დანიშნულების გამოც: იგი გამოირჩევა ხანგრძლივობითა და გამძლეობით. 

ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ლონდონში მდებარე Burberry-ის ფლაგშიფ მაღაზიის ექსტერიერი, სადაც გამოყენებულია მანათობელი მოცულობითი LED ასოები და ელექტრონული ბილბორდი. მათი დიზაინი ქუჩიდან გამვლელებს მყისიერად იზიდავს, რაც აისახა ფეხით მოსიარულეთა რაოდენობის ზრდასა და მაღაზიაში შესვლის მაჩვენებელზე. ეს შემთხვევა ნათლად გვიჩვენებს, რომ სწორად შერჩეული და დამონტაჟებული მოცულობითი ასოები რეალურად ზრდის გაყიდვებს და აძლიერებს ბრენდის ცნობადობას.

 

ყველაზე გავრცელებული მასალები გარე რეკლამისთვის და მოცულობითი ასოების უპირატესობები

მოცულობითი ასოების დამზადება შესაძლებელია სხვადასხვა მასალით, ასე რომ, თითოეული პროექტი მაქსიმალურად მორგებულია, როგორც გარე ფასადზე, ისე ინტერიერის დიზაინზე.

გარე ფასადისთვის ყველაზე პოპულარული მასალებია:

 

  • პევეხა (PVC): მსუბუქი, გამძლე და მარტივად ფორმირებადი მასალა, რომელიც იდეალურია გარე პირობებისთვის;
  • დიბონდი: ალუმინის მასალა, რომელიც გამოირჩევა სიმტკიცით, მდგრადობითა და თანამედროვე ესთეტიკით;
  • ორგმინა (აკრილი): გამორჩეულია მაღალი გამჭვირვალობითა და ფერადოვნებით, რაც განსაკუთრებით ეფექტურს ხდის განათებულ მოცულობით ასოებს.

 

ინტერიერისთვის კი საუკეთესო არჩევანია:

 

  • ემდეეფი (MDF): ეს არის სიზუსტე, დახვეწილობას და ელეგანტურობა, რაც ინტერიერის დიზაინში განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

 

დამატებითი ფუნქციები და უპირატესობები:

 

  • მოცულობითი ასოები შეიძლება იყოს განათებული შიგნიდან (დიოდური განათებით) ან გარედან (ნეონური განათებით), რაც მათ კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის;
  • შესაძლებელია როგორც ღია, ასევე დახურული კონსტრუქციის შექმნა;
  • ასოები მზადდება სხვადასხვა ფერში, ზომასა და სტილში, რაც სრულად ერგება ბრენდის იდენტობასა და მოთხოვნებს.

 

ჩვენი კომპანია იყენებს ყველა ამ თანამედროვე მასალასა და ტექნოლოგიას, რაც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ინდივიდუალური დიზაინის მქონე, ხარისხიანი მოცულობითი ასოები. 

 

მოცულობითი ასოების დიზაინის არჩევის 5 მთავარი წესი

დიზაინი განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და მარტივად მიიქცევს თქვენი ბრენდი გამვლელთა ყურადღებას. 

გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, მოცულობითი ასოები მაქსიმალურად ეფექტური და შთამბეჭდავი გახადოთ:

  •  მკაფიოობა  

მოცულობითი ასოები ყოველთვის უნდა იყოს მკაფიო და მარტივი წასაკითხი ნებისმიერი დისტანციიდან. ზედმეტი დეტალები ან რთული ფორმები ხშირად ართულებს აღქმას.

 

  • ბრენდის იდენტობა

დიზაინში აუცილებლად გამოიყენეთ თქვენი ბრენდის ფერები, ლოგო და სტილი. ასე რეკლამა ბუნებრივად გამოხატავს კომპანიის ხასიათს და აუდიტორიას თქვენს თავს ახსენებს. 

 

  • განათება

განათებული მოცულობითი ასოები განსაკუთრებით ეფექტურია ღამით. სწორად შერჩეული განათების საშუალებით რეკლამა თვალსაჩინოა ნებისმიერ ამინდში და ნებისმიერ დროს.

 

  1. ზომის ბალანსი

ასოების ზომა უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ სივრცესა და მდებარეობაზე. ძალიან დიდმა ასოებმა შეიძლება გარემო გადატვირთოს, ხოლო ძალიან პატარა ასოები სივრცეში  ჩაიკარგოს. 

 

  • მასალის შერჩევა

მასალის არჩევა დამოკიდებულია გარემო პირობებზე. მაგალითად, მაღალი ტენიანობის ან გარე პირობებისთვის იდეალურია დიბონდი, ხოლო ინტერიერისთვის – MDF ან აკრილი. სწორად შერჩეული მასალა დიდი ხნით ინარჩუნებს ესთეტიკურობას.

 

სწორი განთავსების ადგილისა და რეგულაციების გათვალისწინება გარე რეკლამისას

გარე რეკლამის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია მის სწორად განთავსებაზე. 

  • რეკლამის ეფექტურობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, ასოები ან სარეკლამო კონსტრუქცია განთავსდეს ისეთ ადგილას, სადაც მაქსიმალურად მიიქცევს როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ავტომობილების მძღოლების ყურადღებას. საუკეთესო არჩევანია მაღაზიების, ოფისების ან სავაჭრო ცენტრებთან თვალსაჩინო წერტილები, სადაც რეკლამა არ იკარგება გარემოში.

 

  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქუჩის მხრიდან ხილვადობას. რეკლამა უნდა იყოს მარტივად შესამჩნევი ნებისმიერი მიმართულებიდან, რათა თქვენი ბრენდის მესიჯი არ დარჩეს შეუმჩნეველი.

 

  • გარდა ვიზუალური მხარისა, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის რეგულაციების გათვალისწინება, რეკლამის დამონტაჟებამდე უნდა მიიღოთ შესაბამისი ნებართვა.

 

მოცულობითი ასოების ღირებულება და გარე რეკლამაზე ზეგავლენა

მოცულობითი ასოები უკვე საუკუნეზე მეტია, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გარე რეკლამაა. მათი მთავარი უპირატესობა თვალსაჩინოებაა. მარტივად იქცევს გამვლელის ყურადღებას, ქმნის მეხსიერებაში დარჩენილ ვიზუალურ კოდს და ბრენდს განსაკუთრებულ იდენტობას სძენს. სწორედ ამიტომ, მოცულობითი ასოები დღესაც რჩება გარე რეკლამის საუკეთესო არჩევანად. 

მოცულობითი ასოების ღირებულება დამოკიდებულია მასალაზე, ზომასა და განათების ტიპზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინვესტიციას შედეგიც  სწრაფად მოსდევს.

ჩვენი სერვისი მოიცავს აზომვით სამუშაოებს, დიზაინის შექმნას, ყველა საჭირო მასალით უზრუნველყოფას და საბოლოოდ ადგილზე მონტაჟს, ან დემონტაჟს.

თუ გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი გამოირჩეოდეს და ქუჩის გადამვლელებს დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვოს, დაგვიკავშირდი! 

 

+(995) 591 92 00 00

+(032) 2 37 63 57

info@patioart.ge

თბილისი, ჟიული შართავას 35/37