პროფესიონალებისგან შეგიძლიათ მიიღოთ რჩევა. უბრალოდ შეამოწმეთ ჩვენი ბლოგი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ მართლაც საინტერესო პოსტი სარეკლამო და ბეჭდური სფეროების შესახებ

04-19-2018

მანქანაზე ბრენდირება,მანქანის გასტიკერება

Cloudy Sky

მანქანაზე ბრენდირება ძირითადად ისეთ კომპანიებს სჭირდებათ, რომლებიც დისტრიბუციით არიან დაკავებული ან კურიერული მომსახურება აქვთ. პრინციპში ეს მომსახურება სჭირდება ყველას, ვისაც სურს ქალაქში მოძრავი რეკლამა ჰქონდეს.

მოკლედ აღვწეროთ ის ეტაპები, რასაც მანქანის გასტიკერების მსურველები გადიან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოგვმართეს:

დიზაინი: საჭიროა მოგვაწოდოთ მანქანის ხარისხიანი სურათები (ასეთების არქონის შემთხვევაში საჭიროა ფოტოგადაღება). შემდეგ კლიენტთან შეთანხმებით, იწყება დიზაინზე მუშაობა. საბოლოოდ კლიენტთან იგზავნება სტიკერების დიზაინი, რომელიც მანქანის ფოტოზეა დასმული, იმისთვის, რომ კარგად წარმოიდგინოთ, როგორი იქნება სამომავლოდ თქვენი მანქანა.

ბეჭდვა: მას შემდეგ რაც დიზაინზე შევთანხმდებით, იწყება ბეჭდვა. დამზადების დრო დამოკიდებულია სტიკერის სირთულეზე.

სტიკერის დაკვრა: იმისთვის, რომ სტიკერი კარგად დაეკრას მანქანაზე, აუცილებელია ზედაპირი იყოს გლუვი და სუფთა. ამიტომ საჭიროა მაქანა გარეცხილ მდგომარეობაში მოგვიყანოთ. სუფთა და გლუვი ზედაპირი იმის გარანტიაა, რომ სტიკერში არ შეიპარება ჰაერის ბუშტები. კარგად დაკრული სტიკერი დიდხანს ძლებს და ესტეთიურად ლამაზი შესახედია.

ფასები და ვადები: ეს ორი კომპონენტი სრულებით არის დამოკიდებული სამუშაოს სირთულეზე. იმისთვის, რომ ვადები და ფასი განვსაზღვროთ ზუსტად აუცილებელია კლიენტთად ტექნიკური დეტალების დაზუსტება.