პროფესიონალებისგან შეგიძლიათ მიიღოთ რჩევა. უბრალოდ შეამოწმეთ ჩვენი ბლოგი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ მართლაც საინტერესო პოსტი სარეკლამო და ბეჭდური სფეროების შესახებ

04-19-2018

გარერეკლამა

Cloudy Sky

გარერეკლამა რეკლამის ერთ-ერთი სახეობაა და იყოფა რამდენიმე ნაწილად:

მოცულობითი ასოები - ძირითადად კედლის ან ფასადის გასაფორმებლად იყენებენ. არსებობს მანათობელი მოცულობითი ასოებიც.

მანათობელი ყუთი (ლაითბოქსი) - გარერეკლამის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ხშირად შეხვდებით ქუჩებში. მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ გაანათოს და ღამეც შესამჩნევი იყოს.

აბრა - საშუალო ან მცირე ზომის დაფა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია. აბრის მასალა არის მრავალგვარი: ორგმინა, PVC (პე ვე ხა), დიბონდი, მეტალი, ლაზერის მასალა, ალუმინი და სხვ.

ბილბორდი/ბანერი - ბანერი პოლიესტერის ძაფზე დაბეჭდილი გარერეკლამის ერთ-ერთი სახეობაა.

ბილბორდი შედეგება ორი ნაწილისგან: რკინის კონსტრუქცია და ბანერი. მას ძირითადად ობიექტიდან შორს განათავსებენ, ხოლმე. ბილბორდს აქვს განათება, რაც საშუალებას იძლევა, თქვენი რეკლამა ღამითაც ხილვადი იყოს.