პროფესიონალებისგან შეგიძლიათ მიიღოთ რჩევა. უბრალოდ შეამოწმეთ ჩვენი ბლოგი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ მართლაც საინტერესო პოსტი სარეკლამო და ბეჭდური სფეროების შესახებ

09-11-2018

დოლურა

  • გარე რეკლამა
Cloudy Sky
გათამაშებების ორგანიზებას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავ მარკეტინგული ინსტრუმენტების არსენალში.
ამ მიმართულებით უფრო მსხვილი კომპანიები განსაკუთრებით გვანებივრებენ, პირველ რიგში სადღესასწაულო დღებში.
კომპანიები ათამაშებენ პრაქტიკულად ყველაფერს ტელეფონზე სასაუბრო დროიდან დაწყებული დაწყებული ჯეკპოტით დამთავრებული.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ გათამაშებები მუშაობს!

თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც თითქმის ყველა გათამაშებას აერთიანებს:

ეს არის გათამაშების

დოლურა

გაუცნობიერებელი მაყურებელი ამ ელემენტს ხშირად არ აკვირდება.
ჰგონია, რომ გათამაშების დოლურა ერთი ჩვეულებრივი ყუთი ან ბორბალია, რომელიც უბრალოდ ტრიალებს ან ატრიალებენ.
არადა ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ელემენტი მთელს გათამაშებაში ეს არის.
ადგილზე პირდაპირ ეთერში, მილიონობით ადამიანის თვალწინ უამრავი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს, მაგალითად სატელეფონო ჩართვაზე მყოფმა ადამიანმა შეიგინოს, ან კავშირი გაწყდეს, ან რამე სხვა ტექნიკური ხარვეზი წარმოიქმნას.
ამ პრობლემათა უმრავლესობა ადვილი მოსაგვარებელია და გათამაშების რიგიან ჩატარებაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ 
გათამაშების დოლურამ რომ არ იმუშავოს, ჩაიშლება გათამაშების მთელი სისტემა. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ საპასუხისმგებლო ელემენტის რიგიანად დამზადებას და გულდასმით შემოწმებას.


რა არის საჭირო იმისათვის, რომ დამზადდეს გათამაშების დოლურა?

 

რა თქმა უნდა საკითხის შესწავლით და დაგეგმვით იწყება ყველაფერი.
დეტალურად უნდა გაითვალოს გამოყენების გარემოება, რა წონას უნდა გაუძლოს, რა სიტუაციაში როგორ უნდა იმუშავოს.
ამის შემდეგ დგება 3 განზომილებიანი დიზაინი და თანხმდება დამკვეთთან.
შემდეგ წარმოებაში მიმდინარეობს დამზადება.
კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაზაა დამზადებული დოლურის რეალურ გარემოში შემოწმება საწარმოშივე, მასში საჭირო რაოდენობის ბილეთების/ფურცლების ჩაყრა, კონსტრუქციის სიმყარის შემოწმება, ელექტრონული მექანიზმის შემოწმება და ნებისმიერი გაუმართაობის აღმოფხვრა.
ტრანსპორტირების შემდეგ იგივე სახის შემოწმება აუცილებელია გათამაშების ადგილზე შედგეს საიმისოდ, რომ უშუალოდ გათამაშების მომენტში ყველაფერი 100% გამართული იყოს.

ჩვენ ყველა დეტალს ვითვალისწინებთ და ეს არის სწორედ იმის მიზეზი, რატომ გვირჩევენ ჩვენ.